პოლიტიკა
ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსობის კანდიდატი წარადგინა

alas-politika1საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა –  პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა. აღნიშნული კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება – ნატოს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები  უფრო სწრაფად განხორციელდება.

ცნობისათვის: პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია, მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მანამდე სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.