„თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ეს ასე არაა. ეს კანონის უზენაესობის აღდგენაა. ეს არ არის შერჩევითი სამართალი. ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ისინი პოლიტიკური ლიდერები არ არიან. ისინი საჯარო მოხელეები არიან და მონაწილეობდნენ უარეს ქმედებებში, ვიდრე აშშში უოტერგეიტი იყო. ოპოზიციასთან კოაბიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვალი დავხუჭოთ, როდესაც ადამიანები დამნაშავეები და კრიმინალები არიან. სამართლებრივ პროცესზე პრემიერ-მინისტრისგან ან მთავრობის სხვა წევრებისგან არანაირი გავლენა არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე არ არის. უკვე არსებობს ნიშნები, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და პროკურატურამ შესაბამისი სამხილები უკვე წარმოადგინა“, – განმარტა ფანჯიკიძემ.
ახალი მთავრობის საშინაო პოლიტიკა დასავლეთის მთავრობების შეშფოთებას იწვევს, თუმცა ფანჯიკიძემ ნათლად მიანიშნა, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებს საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტების გადახედვას, ამასთან, ევროკავშირსა და ნატოში წევრობისკენ, აშშ-თან კავშირების განმტკიცებასა და მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიისწრაფვის.