აქტუალური
საქართველოს მიერ „პალესტინის“ – აღიარება საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარების გზაზე გადადგმული ნაბიჯია

1-palestina-aqtuaaa1საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ბლოგერმა avrom_caucasus-მა 1-ელ დეკემბერს თავის ბლოგზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით „საქართველოს მიერ „პალესტინის“ აღიარება – საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარების გზაზე გადადგმული ნაბიჯია“, სადაც იგი წერს:

„ვირტუალური პალესტინა ორი ნაწილის – ღაზას სექტორისა და იორდანიის სამეფოს დასავლეთი სანაპიროს, ანუ, როგორც მათ ბიბლიურად ეწოდება – იუდეისა და სამარიის ისტორიული ოლქებისგან შედგება.

დასავლეთის სანაპიროზე ხელისუფლების სათავეში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაა, ღაზას სექტორში – ჰამასი. სავარაუდოდ, ჰამასი მალე ხელისუფლებაში მოვა „დასავლეთის სანაპიროზეც“, ანუ მთელ პალესტინას მართავს.

ახლა – ყურადღება! – ჰამასი იმ მცირერიცხოვანი ორგანიზაციისა და სახელმწიფოთა რიცხვშია, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. გაეროში „პალესტინის“ აღიარებისთვის ხმის მიცემისას საქართველოს ამით გაეროში შეჰყავს ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა. კიდევ ერთი მომენტი: გაეროში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხისთვის“ ყოველწლიური კენჭისყრისას ისრაელიცა და მისი მოკავშირეებიც პალესტინის საკითხში მუდამ მხარს უჭერდნენ საქართველოს პოზიციას.

არაბულსა და, საერთოდ, მუსლიმანურ ქვეყნებს – არასოდეს და არცერთს – მთელი ამ წლების მანძილზე მხარი არ დაუჭერიათ საქართველოსთვის.

ანუ, „პალესტინის“ აღიარებისთვის ხმის მიცემით საქართველოს ახალი ხელისუფლება ირიბად იტყობინება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების წინააღმდეგი არ არის, რადგან გაეროში შეჰყავს ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, და რეალურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ მომავალ ყოველწლიურ კენჭისყრაზე გაეროში არ გავიდეს რეზოლუცია, რომელიც გმობს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაეროში საკითხის კენჭისყრისას საქართველომ პალესტინისთვის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც ისრაელი და აშშ ამის სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ.