პოლიტიკა
იციკ მოშე: „საქართველოში ისრაელის ელჩი რომ ვიყო, თანამდებობას დავტოვებდი“

1-icikmoSe-politika2საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველოში ისრაელის ელჩი რომ ვყოფილიყავი, თანამდებობას დავტოვებდი“, – ამის შესახებ ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ საქართველოს მიერ პალესტინისთვის დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის კომენტირებისას განაცხადა.

„ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მეგობარი ქვეყნები, როგორიც ისრაელი და საქართველოა, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობის გაღრმავება საუკეთესო გზაა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. დღევანდელ მაგალითზე კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა არაორდინარულ შემთხვევაში გართულებებია მოსალოდნელი“, – განაცხადა იციკ მოშემ და დასძინა, რომ თანამდებობას დატოვებდა გაეროში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ მისიას წარუმატებლად ჩათვლიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაერომ გადაწყვეტილება მიიღო პალესტინისთვის სტატუსის დამკვირვებელ სახელმწიფომდე ამაღლების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა და საქართველომ. 41-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა, ხოლო ცხრამ, მათ შორის, აშშ-მ და ისრაელმა, რომლებიც სტატუსის მინიჭების კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ, ხმა წინააღმდეგ მისცა.