საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი გაჩხრიკეს
საქართველო, 3 დეკემბერი,
საქინფორმი. გასულ კვირას დილაადრიან სამართალდამცველებმა სურამში, სოფელ ურთხვაში, პარლამენტარ გოგა ხაჩიძის მამის სახლი გაჩხრიკეს. განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილების თანამშრომლებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამის მოქალაქე ზურაბ ციცქიშვილის საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 17 ცალი ვაზნა და ავტომატის საწმენდი ამოიღეს.
ზურაბ ციცქიშვილისა და მისი მამის, თენგიზ ციცქიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, მევლუდ ხაჩიძეს მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ჰქონოდა შენახული. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 2012 წლის 01 დეკემბერს ხაშურის რაიონის სოფელ ურთხვაში მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, რის შედეგადაც ამოიღეს, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცარიელი მჭიდი და ერთი ჯავშანჟილეტი. მევლუდ ხაჩიძე მოწმის სახით დაკითხეს. ჟურანლისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ აღმოაჩინეს „სათამაშო პისტალეტი, ბავშვის, და ბრონეჟილეტი“.