საზოგადოება
გალის რაიონის დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირება აფხაზეთის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბის წინასაარჩევნო დაპირება იყო. არჩევნებიდან ერთ წელიწადში გაირკვა, რომ გამშვებ პუნქტები 1-ლი იანვრიდან გაიხსნება და მათ მხოლოდ რუსები გააკონტროლებენ.
გალის რაიონის მოსახლეობა ზუგდიდში გადასვლას უპასპორტოდ და უფასოდ შეძლებს, ამისთვის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ცნობა დასჭირდება. თუმცა ტყვარჩელისა და გაგრის მცხოვრებნი საზღვარს აფხაზური პასპორტის გარეშე ვერ გადაკვეთენ და მათთვის ვიზის საფასური 5 ლარს შეადგენს.