აქტუალური
ივანიშვილს თეთრ სახლში ელოდებიან

1-white_houseსაქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განცხადება გააკეთა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი კითხვა – როდის ეწვევა იგი ვაშინგტონს.

„საქართველოს პრემიერი აქ ჩამოსვლისას თეთრი სახლის სტუმარი იქნება. მან საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში აშშ-ში ვიზიტს გეგმავს“, – განმარტა ნულანდმა და ჟურნალისტები ვიზიტის სავარაუდო თარიღის დასაზუსტებლად ქართულ მხარესთან გადაამისამართა.