პოლიტიკა
ივანიშვილი: „არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ!"

1-biZiniko-politikaa3საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იმოქმედებს იმ განცხადებების მიხედვით, რაც უცხოეთში კეთდება. ამის შესახებ მან განაცხადა „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიის კომენტირებისას, სადა მკვეთრად არის გაკრიტიკებული მოქმედი ხელისუფლების რევანშისტული პოლიტიკა.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­ტა­ნოს საზ­ღვარ­გა­რეთ. გი­გა ბო­კე­რი­ას სამსა­ხურს ბი­უ­ჯე­ტი­დან 16 000 000 ლა­რი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის „გახ­სნა“ ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, მას გრი­ფი „სა­ი­დუმ­ლო“ ადევს. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს პასკვილები ამ ფულით ფინანსდებოდა. ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ით­ხო­ვა ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა, თუმ­ცა მა­საც არ აძ­ლე­ვენ. ვფიქ­რობ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შევ­ძლებთ სი­მარ­თლის დად­გე­ნას.

ჩვენ არ ვიმოქმედებთ არცერთი განცხადების მიხედვით, რაც უცხოეთში კეთდება. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას საქართველოში. ქართველი საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული და ჩვენ კანონის თანახმად ვიმოქმედებთ. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებს და ვერც შეაფერხებს სამართალდაცავი სტრუქტურების საქმიანობას. ჩვენ სამართლიანობისს აღდგენას ვიწყებთ. ეს პროცესები მალე დასრულდება და საერთაშორისო მედიას მათ რეალურ სახეს გავაცნობთ. ხალხის ფული ახლა ხალხს მოხმარდება და არა ამ ტიპის სტატიებს“, – განაცხადა პრემიერმა.