საზოგადოება
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ქვემო ქართლის რეგიონის ექს-გუბერნატორი ლევან მამალაძე შესაძლოა, პოლიტიკური მოტივებით დევნილთა სიაში მოხვდეს. სამუშაო ჯგუფის წევრები მის საქმეს სხვებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში განიხილავდნენ.
„ლევან მამალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 19 ნოემბრამდე მომართა და ეს ის ვადაა, რომლის ფარგლებში შემოსულ განაცხადებს სამუშაო ჯგუფი განიხილავს“, – განუცხადა სააგენტო „ივერონს“ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ნინო გვენეტაძემ.ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლევან მამალაძე შესაძლოა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში მოხვდეს, უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც ადასტურებენ. ამასთან, ბესელია მამალაძის საქმეს არაორდინარულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ელოდება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას.
პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილების სია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს დღეს საღამომდე წარედგინება.