აქტუალური
სამუშაო ჯგუფების შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

1-Tavdacva-aqtuaa2საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელები და სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებიან. ისინი ორი ქვეყნის  სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობენ. მხარეები იმსჯელებენ, აგრეთვე, საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ორ ქვეყანას შორის არსებული ექვსპუნქტინაი შეთანხმების განხორციელებაზე. საუბარი შეეხება ავღანეთში ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობას და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროგრამასაც.

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან დოლიძე აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ძირითად საკითხს  წარმოადგენს მრავალმხრივი შეთანხმების შესახებ გაფორმებული შეთანხმება: „გუშინ ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეებს შორის მიღწეულია  პროგრესი, მეტიც, მხარეები ანალიზის, შეფასებისა და კონსულტაციის ეტაპიდან გადავიდნენ უკვე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების აღსრულების ეტაპზე“.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ლაშა ბერიძე აღნიშნავს, რომ იგეგმება „ექვსპუნქტიანი შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება, რომელიც ეხება საქართველოში საჰაერო სივრცის კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის ზრდა-განვითარებას, მზადება, ზოგადად, ISAF-თვის, როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალი პრიორიტეტისთვის. მისი თქმით, დაიწყება კონსულტაციები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოსტ ISAF-ის პერიოდში.