ფილიპ დიმიტროვი თვითმმართველობის არჩევნებში აქტორების თანამშრომლობას იმედოვნებს
საქართველო, 30 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობის გზებს მოძებნიან. მისი განცხადებით, მხარეებმა უნდა მიაღწიონ კონსესუსს და დაიწყონ თანამშრომლობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„ეს ძალიან რთული პროცესია და იმედი მაქვს, რომ ნაპოვნი იქნება გზა, რომ ყველა მოთამაშე იყოს ჩართული პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. საარჩევნო პროცესი უკვე დასრულდა. ორ წელიწადში იქნება ადგილობრივი არჩევნები და თანამშრომლობა აუცილებელია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.