პოლიტიკა
„საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი იყო საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების მისწრაფების ცხოვრებაში განხორციელებისკენ“, – აღნიშნა კლინტონმა და იქვე დასძინა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ახალი მთავრობისთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას და იმედოვნებენ, რომ ყველაფერი, რაც ამ პროცესის დამრღვევთა დასასჯელად გაკეთდა, კანონის ტრანსპარენტულობისა და უზენაესობის პრინციპებს შეესატყვისება.
მაია ფანჯიკიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ამაყობს იმით, რომ შეუძლია აშშ-ს თავისი პარტნიორი უწოდოს.
„ჩვენ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე ვისაუბრებთ და ვიმედოვნებ, თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს პრობლემებს, რადგან ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერაზე მომავალში“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.