აქტუალური
„ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოს პრემიერს პასუხობს

1-josh-roginსაქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. უცხოური გამოცემები კომენტარს აკეთებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ვაშინგტონ პოსტის“ მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე. „ფორინ პოლისი“ და „პოლიტიკო“ წერენ, რომ „ვაშინგტონ პოსტმა“ გუშინ გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ სარედაქციო გრიფით, რაზეც ივანიშვილმა პასუხი გასცა პრესკონფერენციაზე და სარედაქციო საბჭო მისი მთავარი მოწინააღმდეგის (და არა – „მოსისხლე მტრის“, როგორც ქართულ მედიაშია გავრცელებული. Nemesis – „დაუძინებელ მტერსაც“ ნიშნავს და „მთავარ მოწინააღმდეგესაც“ და ჯოშ როგინი, ჟურნალისტი, რომლის საავტორო სვეტი კვირაში ორჯერ „ვაშინგტონ პოსტში“ იბეჭდება, ცნება „მოსისხლე მტერს“ მოცემულ კონტექსტში არ გამოიყენებდა, რადგან არც პრემიერს და არც პრეზიდენტს არასოდეს განუცხადებიათ დაუძინებელი მტრობის შესახებ, – რედ.), საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა.

„პოლიტიკომ“ „ვაშინგტონ პოსტის“ პრესსპიკერ ქრის კორატისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, სადაც ქრისი წერდა, რომ იგი ესაუბრა სარედაქციო საბჭოს, რომლის განცხადებითაც მათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ბოლო ხანს არავითარი კონტაქტი არ ჰქონიათ და მას არანაირი წვლილი არ შეუტანია სარედაქციო წერილში. ამავე დროს, მან დაადასტურა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც გაზეთის წარმომადგენლები (მათ შორის, ჯოშ როგინიც, – რედ.) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდებიან.

ხსნებულ პუბლიკაციაში, გაზეთის რედაქცია ივანიშვილს ბოლო ხანს განხორციელებული დაკავებების  გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრემიერის მიერ ძალაუფლების მონოპოლიზების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში იგი ვაშინგტონში სასურველი სტუმარი ვერ იქნება.