სამართალი
როგორც ადრე იუწყებოდა საქინფორმი, თენგიზ გუნავა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პირადი ჩხრეკისას მას იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს. თუმცა, მისი განცხადებით, იარაღი და ნარკოტიკი მას ჩაუდეს, ამიტომ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო.
„მითხრეს – ძველ საქმიანობასთან დაკავშირებით, ალბათ, ან სამეგრელოში მუშაობის პერიოდში, ან გენერალურ ინსპექციაში მუშაობის პერიოდში... ეცადნენ, პრაქტიკულად დავეკავებინე ნარკოტიკული საშუალების და იარაღის ჩადებით, ეს არ გამოუვიდათ. ალბათ, ეძებენ სხვა რაღაცებს. 5 საათზე ვარ დაბარებული და მივალ როგორც, მგონი, მოწმე, ჯერჯერობით“, – განაცხადა თენგიზ გუნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურატურაში შესვლამდე.