აქტუალური
საარსებო მინიმუმი 2013 წლის ბოლოსთვის გაიზრდება

1-minimumi-aqtuaaa1საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საარსებო მინიმუმი მომდევნო წლებში არსებულზე მეტი იქნება, კონკრეტულ ციფრებს კი მთავრობა მოსახლეობას 2013 წლის ბოლოს წარუდგენს. ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარსებო მინიმუმის გამოსათვლელად სპეციალური კვლევებია საჭირო და მთავრობა ამ მონაცემს 2013 წლის ბოლოს, ბიუჯეტის წარმოადგენის დროს, დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი სექტემბერთან შედარებით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 149 ლარიდან 150,6 ლარამდე, საშუალო მომხმარებლისა – 132-დან 133,4 ლარამდე, ხოლო საშუალო ოჯახისა – 250,0-დან 252,6 ლარამდე გაიზარდა.