საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ერიკ რუბინს შეხვდა

1-Rarib-sazogaa1საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკ რუბინს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროს კავკასიის საკითხების სამსახურის ხელმძღვანელი ჯასტინ ფრიდმანი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული უსაფრთხოებისა და საბრძოლო იარაღის გადაზიდვის სამსახურის ხელმძღვანელი ვანგალა რამი; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა სამსახურის უფროსი არონ ფიშმანი; საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიცერი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე ანდერს ლინჩი.

შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო და საქართველოს ახალ მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახლო ურთიერთობასა და მჭიდრო კონტაქტის დამყარებას ისახავდა მიზნად.