სამართალი
ივანიშვილი: „სადაც უფრო საჭირო იქნება ქვეყნისათვის, იქ ვიქნები, სანამ შემეძლება, და იქ ვიმსახურებ“

1-biZinamTvrobaსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. დღევანდელი მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხიდან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გამახვილდა ყურადღება როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე მინისტრებისა და მედიის მხრიდან. სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ადრინდელი განაცხადის მსგავსად, აღნიშნა: „მე ვაჩვენე ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩემი ვალდებულება, როდესაც დამჭირდა, რომ  მე დიდი სურვილი არ გამაჩნდა, პოლიტიკაში მოვსულიყავი, მოვედი და დავდექი. ასევე იქნება მომავალშიც – სადაც უფრო საჭირო იქნება ქვეყნისათვის, იქ ვიქნები, სანამ შემეძლება და იქ ვიმსახურებ“.

მნიშვნელოვან თემათა შორის იყო 2013 წლის ბიუჯეტის საკითხიც, რომელიც დღეს მეორე მოსმენით განიხილებოდა. პრემიერის თქმით, თავდაცვის სამინისტროში გაწეული იყო არამიზნობრივი ხარჯები და ძველ ხელისუფლებასთან ამ მხრივ კითხვებიც ექნებათ, რადგან უწყებაში „შეიძინეს N რაოდენობის უძველესი ტიპის კალაშნიკოვის ავტომატი ათმაგ ფასში – 42 მილიონი გადაიხადეს, რაც აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას, გადარიცხულია რაღაც ტანკზე 3 მილიონი...“ სწორედ ამგვარი ხარჯების დამატება მოუხდა ახალ ხელისუფლებას წლის ბოლომდე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტისთვის.

საუბარი შეეხო ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირებასაც. პრემიერის განცხადებით, „ტარიფებზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა ტარიფების განახევრება, უბრალოდ, ცალკეულ საუბრებში ეს ვახსენეთ, მათ შორის, მეც და შეიძლება გადაჭარბებულადაც. ვფიქრობ, დენზეც და გაზზეც ტარიფები მინიმუმ 10%-ით ან შეიძლება, მეტითაც შემცირდება. განახევრება ვერ მოხერხდება“.

პრემიერის განცხადებით, შემდეგი წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული. „გაცილებით სხვა ტიპის ბიუჯეტი გვექნება და მოსახლეობას ვპირდები, რომ ქვეყანაში  სულ სხვა ეკონომიკა იქნება, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა ძალაში ტოვებს პრეზიდენტისა და ქალაქის „გაურკვეველი ხარჯების“ შემცირების საკითხს.