პოლიტიკა
თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

1-Tea-politikaa3საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა. შეხვედრაში, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა და ერიკ რუბინმა განაცხადეს, რომ საქართველოში ხელსიუფლების შეცვლის შემდგომ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებს გააცნო ის ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს წინაშე დგას, კერძოდ, სამართლიანი სამართლებრივი გარემოს შექმნა.

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ამერიკელი კოლეგების მზაობას, დაგვეხმარონ იმ ამოცანების გადაჭრაში, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ“, – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო შეინარჩუნებს გამჭვირვალობის პოლიტიკას საქართველოში აკრედიტებულ მისიებსა და საელჩოებთან დამოკიდებულებაში. „უპირველესად, ეს ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს საელჩოსა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს“, – აღნიშნა მინისტრმა.

თავის მხრივ, ერიკ რუბინმა ხსენებულ შეხვედრას ინფორმაციული და პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ აშშ კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასახული ამოცანების გადაწყვეტაში.