საზოგადოება
ზაქარეიშვილის უწინდელი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად იყო, „აფხაზეთის დეიზოლაციის სტრატეგიის“ ფარგლებში რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა აღედგინა. სოხუმს კი მიაჩნია, რომ ამ წინადადებას პოლიტიკური სარჩული უდევს და „აფხაზეთის დეიზოლაციის“ შესახებ გამონათქვამებში სინამდვილეში სჭვივის თბილისის მისწრაფება, რესპუბლიკაში ქართველი ლტოლვილები დააბრუნოს.
„ეს თემა თითქმის მაშინვე დაიხურა, რადგან აფხაზეთის მხარემ მის მიმართ ინტერესი არ გამოიჩინა. საკითხი დაიხურა თითქმის ამ იდეის გახმოვანებისთანავე“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.