პოლიტიკა
ფანჯიკიძის პირველი ვიზიტი აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში

1-maia-politikaa2საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დილით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ეს ქვეყანაში მაია ფანჯიკიძის პირველი ოფიციალური ვიზიტია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. იგი შტატებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიიწვია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგანაც არის ახალი მთავრობის პირველი წარმომადგენლის ვიზიტი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. გარდა ჰილარი კლინტონისა, შევხვდები კონგრესმენებს, ექსპერტებს და სენატორებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ; მექნება ინტერვიუები ადგილობრივ მედიასთან. ამიტომ ძალიან დიდია ამ ვიზიტის მნიშვნელობა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ გამგზავრების წინ.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ქარტიაზე, ნატოზე, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობასა და საგარეო პოლიტიკაზე. შეხვედრების დროს ისაუბრებენ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 2013 წელს დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართული დელეგაცია მექსიკაში გაემგზავრება,

შემდეგ კი – ნატოს მინისტერიალზე ბრიუსელში და ეუთოს მინისტერიალზე დუბლინში.

დელეგაცია თბილისში 8 დეკემბერს დაბრუნდება.