საზოგადოება
ირაკლი სესიაშვილი: სამხედრო სავალდებულო სამსახური 1 წლამდე შემცირდება

1-sesiaS-sazogadoooo3საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახური, რომელიც ამჟამად 15-თვიანია, საწყის ეტაპზე 1 წლამდე შემცირდება. მისივე თქმით, სამხედრო სამსახურის ვადის კლება ეტაპობრივად გაგრძელდება და მის მაქსიმალურად შესამცირებლად შესატყვისი პროგრამა შემუშავდება. „ეტაპობრივად დაიწყება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის კლება. იმისთვის, რომ სრულყოფილად და მაქსიმალურად მოხდეს მინიმალიზაცია ამ ვადის, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი წვრთნების პროგრამის შემუშავებაც, რომელიც გათვლილი იქნება არა ერთ წელზე, არამედ 10 თვეზე, 8 თვეზე, 6 თვეზე და ა.შ.“, – განმარტა სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გაზაფხულზე პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარში გაწვევის ასაკი 19 წლიდან განისაზღვრება, ხოლო რაც შეეხება თანხის სანაცვლოდ სამხედრო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობას, ეს მუხლი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. ასევე, არსებობს გარკვეული წინადადებები, რომელთა მიხედვითაც ფულის გადახდის მოქმედი სისტემა შესაძლოა უფრო ლიბერალური მიდგომით შეიცვალოს. „თუ წვევამდელს სურს, რომ გაწვეულ იქნას არა – ამ, არამედ მომავალ წელს, შესაძლებელია მოხდეს ამის შეთანხმებაც კი“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.