საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა
1-erik-sazogadooo2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლიან ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. საუბარი შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხსაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება“.