აქტუალური
ებანოიძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

1-JabaEbanoidzeსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ცნობა, რომ ჯაბა ებანოიძე პროკურატურაში დაიბარეს.

სააგენტო „პირველის“ ცნობით, სწორედ ამასთან დაკავშირებით დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც 16:30 საათზეა დანიშნული.

ჯამბულ (ჯაბა ებანოიძე) 2011 წლის მარტიდან ხელისუფლების სათავეში დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსია, 2009-2011 წლებში კი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2006-დან 2009 წლამდე ებანოიძე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გახლდათ.

ხაჩიძის აღნიშნულ სტატუსზე ერთ-ერთი კომენტარი კი ასეთია: „რა გიკვირს, გოგა, მალე შენც დაგიბარებენ ალბათ... შავგულიძეს რომ დავესესხოთ, ყველა დასაჭერები ვართ, ვინც 5 შემოვხაზეთ ან მხარს ვუჭერთ უმცირესობას“.