საზოგადოება
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები დღეს დილიდან ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბნენ მინისტრის პასუხის მისაღებად. ნაწილის სურვილია, რომ სახელმწიფომ მათ ქირა გადაუხადოს, შეკრებილთა უმრავლესობა კი ითხოვს, ბინები მუდმივ საკუთრებაში გადაეცეთ.
მათი განცხადებით, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც სამინისტროდან მათ მოთხოვნებს არავინ გამოხმაურებია. მინისტრის ყურადღების მიპყრობის მიზნით სოციალურად დაუცველებმა სამინისტროს შენობის წინ სატრანსპორო გზა გადაკეტეს, სადაც ვითარება მკვეთრად დაიძაბა.ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი აცხადებს, რომ მათ დღეს სამინისტროდან ოფიციალური პასუხი უნდა მიეღოთ – „ბინით დაკმაყოფილება გვეკუთვნის თუ არა. ჩვენი მოითხოვნა არის ერთი – ჩამოვიდეს და გვითხრას, ან კი, ან – არა“.
მათი განცხადებით, მათი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში ისინი გზას კიდევ გადაკეტავენ. ამასთან, აპირებენ შვეიცარიის საელჩოსთან წასვლას და ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას:
„საქართველო მართლა გვიყვარს, აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენ საქართველოს მოქალაქეობაზე ვამბობთ უარს“.