პოლიტიკა
„ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. ალბათ მიხედვის დროა. „ნაციონალებს“ სხვა საქმე არ აქვთ და ამას გულმოდგინედ ეკიდებიან. ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს. ცხადია, ამაზე საელჩოს არც რეაქცია აქვს და არც თბილისს ატყობინებს. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა, ჩვენი ქვეყნისა და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება, რაც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში“, – წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ყოფილი მინისტრი.
მისივე თქმით, ადგილზე დღეს ისევ მყოფი ელჩები მიხეილ სააკაშვილს ემსახურებიან, ხოლო ახალ ხელისუფლებას არავინ იცავს, „ნაციონალები“ კი მთელ ენერგიას ხარჯავენ უცხოურ პრესაზე.
„რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება თუ პოლიტიკა წარმოსაჩენი? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია?“ – კითხულობს სალომე ზურაბიშვილი.