„გუშინ, დილით რომ გამოვედი სოფელში, დავინახე, რომ სტალინის ძეგლი აღდგენილი იყო, მაგრამ ჯერ შეფუთულია. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, საქმის კურსში არ ვიყავი. ვისი ინიციტივა იყო, ვინ აღადგინა, არაფერი ვიცი. მე ძეგლის აღდგენის მომხრე ვიყავი. ასეა თუ ისეა, ისტორიაა. მის დემონტაჟს მხარს არ ვუჭერდი. ეს იყო დავალება. ვისი დავალება იყო, არ ვიცი. ღამე მოვიდა მანქანა და ძეგლი მოხსნეს. მე უბრალოდ ვესწრებოდი ამ პროცესს, რომ ძალიან არ დაზიანებულიყო. ძეგლი ამ დრომდე ერთ-ერთ ინდმეწარმესთან ინახებოდა“, – აღნიშნა დავით ქააძემ.
ამ ფაქტს მიესალმება ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძეც, რომლის თქმითაც, სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე საკრებულო საქმის კურსში არ არის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით კი, ძეგლის აღდგენა ახმეტის გამგეობის ინიციატივით მოხდა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს გამგებელი ბექა ბაიდაური.
ცნობისთვის: ზემო ალვანში სტალინის ძეგლი 2011 წლის 16 ივნისს, ღამით, აიღეს. დემონტაჟი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. მოსახლეობამ კი ძეგლის დემონტაჟის შესახებ დილით შეიტყო, როცა ის ადგილზე აღარ დახვდა.