სამართალი
ვანო მერაბიშვილი: „მე არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ“

1-ivane-samarTalii2საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ „პრაიმ-თაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შსს-ის მიერ უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის – ვანო მერაბიშვილისადმი, წაყენებული ბრალდებების გამო არ იცის, დაიბარებენ თუ არა პროკურატურაში ყოფილ მინისტრს. შსს-ის მასალებში საუბარია 2006 წელს დათა ახალაიასა და ვასილ სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე, რაც, უწყების ინფორმაციით,  ფორმალურად მოხდა და რეალურად ახალაიაც და სანოძეც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას.

თავად ვანო მერაბიშვილი, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ბუნდოვანს უწოდებს მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, არც მისი დაპატიმრების შესაძლებლობას გამორიცხავს. მერაბიშვილი მთავარ პროკურატურაში დაბარების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

„ეს საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ, და საერთოდ, როცა ეს ჩემს პერსონალურ საკითხს ეხება, მე დისკომფორტს ვგრძნობ და არ მეხერხება საკუთარ თავზე საუბარი. ჯობია, ყველა ამ საკითხზე სხვამ გააკეთოს შეფასება. ჯერ არ დავუბარებივართ, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ის გუნდია, რომელიც პასუხს სცემს სახელმწიფოს, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მე არაფერს არასდროს არ გამოვრიცხავც, თუმცა ეს არ ცვლის ჩემს განწყობას, ჩემს ქმედებას და ჩემს გეგმებს“, – აცხადებს მერაბიშვილი.