პოლიტიკა
საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადება

1-anons-Polit2საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, დილით, საქართველოს თურქთა კონფედერაციის ინფორმაციის დეპარტამენტმა საქინფორმის რედაქციას გამოუგზავნა საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტ დაშგინ გიულმამედოვის განცხადება, რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:  

„ყველასათვის დიდად სამწუხაროდ, ბოლო დროს საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფოს განადგურების პროცესი და პრეზიდენტის აშკარა დაპირისპირება მთავრობასთან. ეს დაუშვებულია, რადგან, უახლოეს ხანებში, სახელმწიფო სისტემის რღვევას და კონსტიტუციურ კრიზისს გამოიწვევს. საქართველოს ხალხმა ამასწინანდელ საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობა ცვლილებებს და დემოკრატიას მიანიჭა. საქართველოს ხალხმა თავისი ნება აჩვენა. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებული იყო, ამას შეგუებოდა. მაგრამ მოცემულ მომენტში ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ სახიფათო და დამანგრეველი პროცესის მთავარი მიზეზი. მას არ შეუძლია მიიღოს ის, რომ საქართველოს ხალხმა მხარი არ დაუჭირა. ხალხმა სამართლიანი (თავისი აზრით) არჩევანი გააკეთა და საკუთარი თავის პატივისმცემელი პოლიტიკოსი პატივს უნდა სცემდეს საკუთარი ხალხის არჩევანს და ღირსეულად მიიღოს დამარცხება. მე საქართველოს თურქთა კონფედერაციის სახელით მოვითხოვ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას. ჩემი განცხადება მოტივირებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი ფსევდოდემოკრატია ჩამოიშალა. დადგა დრო, პატივი ვცეთ მოქალაქეთა არჩევანს და ყური მივუგდოთ ხალხის ხმას. დადგა დრო, პატივი ვცეთ სახელმწიფოებრიობას. მართვის მსგავსი გამოცდილება საქართველოს ისტორიაში უკვე არსებობს, მაგრამ ამას კარგი არაფერი მოუტანია. მიხეილ სააკაშვილმა რაღაც გააკეთა საქართველოსთვის, ეს ფაქტია, მაგრამ პოლიტიკაში მისი როლი დასასრულს უახლოვდება. ახლა მისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ განცხადება იქნება. ეს კორექტულად დაასრულებს მის პოლიტიკურ კარიერას და დადებით კვალს დატოვებს ისტორიაში.

პატივცემულო მიხეილ სააკაშვილო, დიდად სამწუხაროდ, თქვენი ყოფნა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე სახელმწიფოს რღვევის რეალური მიზეზი ხდება და უახლოეს ხანებში კონსტიტუციურ კრიზისს შექმნის. პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი საქართველოს ხალხმა აირჩია. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პატივისცემით, თქვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე უარი უნდა თქვათ.

საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტი დაშგინ გიულმამედოვი

23.11.2012“

Statement of President  of Turks Confederation of Georgia

 

Much to everyone's regret, recently the process of destruction of the State has been going on and there is an obvious conflict of the President with the government in Georgia. This is unacceptable, as it will lead to the collapse of the state system and constitutional crisis in the near future. People of Georgia gave preference to changes and democracy in recent parliamentary elections. People of Georgia showed their will. The President of Georgia was obliged to accept it. But at the moment we see the opposite. Mikheil Saakashvili is a leading cause of dangerous and destructive process. He cannot accept the fact that he lost the parliamentary elections. M.Saakashvili cannot accept that people of Georgia did not support him.

People made fair choice, in their opinion, and a self-respecting politician should respect the will of the people and accept defeat with dignity. On behalf of Turks Confederation of Georgia I clamor against Mikheil Saakashvili, the President of Georgia, and call on early presidential elections. I motivate my claim that pseudo-democracy established by Mikheil Saakashvili has failed. It is time to respect the choice of citizens and listen to the voice of people. It is time to respectnationhood. We have such an experience of governance in the history of Georgia but nothing good has come of it. Mikheil Saakashvili has done something for Georgia, that’s a fact, but his role in politics is coming to an end. The best solution for him is to resign. It will competently end-up his public life and leave a positive mark on history. Dear Mikheil Saakashvili, unfortunately, your occupation of the presidency of Georgia is the real cause of the destruction of the State and will soon create a constitutional crisis. Boris Ivanishvili, the Prime Minister was elected by people of Georgia. Respecting state interests of Georgia, you should abandon the presidential powers.

The President of Turks Confederation of Georgia (TCG) Dashgyn Gulmamamdov

23.11.2012