პოლიტიკა
საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამ წუთებში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის პირველი დიდი პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის რანგში. სასტუმრო „რადისონში“ პრესკონფერენციას ქართული და უცხოური მედიის 150-მდე ჟურნალისტი ესწრება.
პრემიერმა პენსიების, სოციალური დახმარებისა და სადაზღვევო პაკეტების თაობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის თითოეული მოქალაქის დაზღვევის პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყება და პირველი 3-4 თვის განმავლობაში – შედარებით მცირე, ხოლო ივლისის ბოლომდე უფრო ფართო სადაზღვევო პაკეტი იქნება გათვალისწინებული.ივანიშვილის განცხადებით, 2013 წლის 1 აპრილიდან 67 წლამდე მოქალაქეების პენსია 125 ლარი გახდება, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრიდან პენსიონერებისა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პრებისათვისათვის პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება და 150 ლარი იქნება. 1-ლი სექტემბრიდან 100 ლარამდე გაიზრდება მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა და ბავშვების პენსია, რაც დღეს 70 ლარს შეადგენს, აგრეთვე, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების პენსია, რაც ამჟამად 55 ლარია.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პრემიერმა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადების ტარიფების განახევრებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ „ტარიფი შეიძლება შევამციროთ, მაგრამ განახევრება არ მოხერხდება. მოვახერხებთ მოსახლეობის მეტ სუბსიდირებას, რომ აქედან მიიღონ შეღავათი. ტარიფების განახევრებაზე უარს ვამბობ“, – განაცხადა ივანიშვილმა.