პოლიტიკა
პარლამენტარები ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ
1-parlam-politika3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.
პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. შეხვედრები გარდამავალი პერიოდის პრობლემებს შეეხებოდა. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს თხოვნით მიმართეს, დახმარება გაუწიონ პოლიტიკური პროცესების მონიტორინგსა და პრობლემების მოგვარებაში.
დეკემბერში დაგეგმილია მომხსენებლების ვიზიტი საქართველოში და, შესაბამისად, სთხოვეს, ყველა საქმის დეტალური შესწავლა და მონიტორინგის გაწევა პოლიტიკურ პროცესში.
შეხვედრები გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთანაც.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება.