ბუტა რობაქიძის დედა ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს
საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა, შვილის დაღუპვის საკითხზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს. იგი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის დამნაშვე მისი შვილის სიკვდილში. ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როდესაც დიდუბეში ჩატარებულ ოპერაციას ბუტა რობაქიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ია მეტრეველმა ოქრუაშვილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხიც გააპროტესტა.
„მე მხარი დავუჭირე ოქრუაშვილის ჩამოსვლას. მე ვეთანხმები იმას, რომ ყველა ქართველი უნდა ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში და ის უნდა გასამართლდეს სამართლიან სასამართლოში. მე ვერ დავადებ პირდაპირ ოქრუაშვილს ხელს, ვინაიდან არ ვიცი, იმ დროს მან იცოდა თუ არა ეს ყველაფერი“, – აცხადებს მეტრეველი და დასძენს, რომ შესაძლოა, ოქრუაშვილი საქმის კურსში არ იყო და ისე მოაწყვეს ეს საშინელება, ამიტომ მიაჩნია, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.