საზოგადოება
სხდომაზე ითქვა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბევრ დიდ საწარმოში დაიწყო გამოსვლები კონკრეტული პრეტენზიებით დამსაქმებელთა მიმართ. გადაწყდა, სწორედ ამიტომ შექმნილიყო კომისია, რომელიც განიხილავდა შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხებს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით.
დღეს სხდომაზე განხილულ იქნა არსებული მდგომარეობა ადგილებზე, ის ინფორმაცია, რომელთაც ფლობდა ესა თუ ის სამინისტრო, შრომის კანონმდებლობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან. დაიგეგმა, რომ შეიქმნება ყველა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ჩავლენ ადგილებზე და ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან პრობლემებს.
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა 9-წევრიანი კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები და პარლამენტის წევრები შედიან.