სამართალი
კომპანია NNC-ის გენდირექტორი და ფინანსური მენეჯერი დააკავეს

1-qelba-samarTali1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. წუხელ, 20 ნოემბერს, სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია NNC-ის გენერალური დირექტორი და ფინანსური მენეჯერი გეგა ქელბაქიანი და არჩილ ჩოგოვაძე დააკავეს.

დაკავებულთა ადვოკატ არჩილ ჟორჟოლიანის განცხადებით, ქელბაქიანსა და ჩოგოვაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრებაში) ედებათ ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟორჟოლიანის თქმით, დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მათ წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს.

ცნობისათვის: თბილისის მერ გიგი უგულავას მეგობარი გეგა ქელბაქიანი, რომელიც ამჟამად „ბუდა ბარის“ მფლობელია, „თბილისის წყალის“ გენერალური დირექტორი და ინდუსტრიული ჯგუფი „საქართველოს“ მმართველი იყო.