აქტუალური
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები და წმინდა სინოდის წარმომადგენლები მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე

1-kukavaa-aqtuaaa1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის  ლიდერი კახა კუკავა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრებს განაგრძობს.

გუშინ მოსკოვში წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას რუს მეცნიერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, ზაზა აბაშიძე, წმინდა სინოდის წევრები –  ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროლოპიტი ანდრია, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი სტეფანე და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

დღეს დაგეგმილია კახა კუკავას შეხვედრები და კონსულტაციები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობასთან.