პოლიტიკა
დიმიტროვი: მნიშვნელოვანია, პროცესებმა პოლიტიკური ელფერი არ მიიღოს"

1-dimitr-politika3საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა თავისუფალი უნივერსიტეტის თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მიწვევით საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები“.

ჟურნალისტებთან კომენტირებისას იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაკავებებმა პოლიტიკური ელფერი არ მიიღოს.

„იმ პროცესებზე, რაც საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა. მე ვეთანხმები ამ საკითხში ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხეულებებს. მიმაჩნია, რომ ეს პროცესები სწორად უნდა წარიმართოს და მნიშვნელოვნია, რომ მან პოლიტიკური ელფერი არ მიიღოს“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.