პოლიტიკა
პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება

1-sekvestri-politika2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ბიუჯეტის ორ თანმდევ კანონპროექტს  წარადგენს,  რომლებიც საქართველოს საგადასახო კოდექსსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

დღესვე იგეგმება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაუბეგრავი მინიმუმის საკითხის განხილვა, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის სდხომაზე ბიუჯეტის წარდგენისას ისაუბრა.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია დაბალშემოსავლიანი თანამშრომლის ხელფასს ჩვეულებრივ დაბეგრავს, თუმცა პირს წლის ბოლოს ეს თანხა ფიზიკურ პირს უკანცე დაუბრუნდება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მთავრობის წინადადებას მხარს ჭერს. მისი თქმით „500 ლარამდე ხელფასის მქონე პირს ყველას დაუწესდება დაუბეგრავი მინიმუმი, ანუ 150 ლარი არ იქნება დაბეგრილი. ეს კი იქნება შეღავათი იმ შეჭირვებული ხალხისათვის, შედარებით იმ ფენისათვის, რომელსაც ხელფასი ხუთას ლარამდე აქვს“, – განაცხადა ტყემალაძემ.