პოლიტიკა
„გვინდა, ვირწმუნოთ ქალბატონი ინას განცხადების, რომ მას და მის ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანონიმური და იაფფასიანი ვიდეოპასკვილის „იმედზე“ შექმნასთან და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით ამ სიცრუის ტირაჟირებასთან. კარგია, რომ ქალბატონი ინა გაემიჯნა ამ ბინძურ კამპანიას.
მივმართავთ ქალბატონ ინას, შემდგომშიც დარჩეს ბიზნესდავების ცივილიზებული მოგვარების ჩარჩოებში. სხვათაშორის, ჩვენ იმთავითვე მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ, ეს დავა და გაუგებრობები მოლაპარაკების მაგიდასთან გადავჭრათ, თუ არა, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ქართული დამოუკიდებელი სასამართლო მიუკერძოებლად და ობიექტურად დაადგენს სიმართლეს“, – ნათქვამია ჩხარტიშვილის პრესმივან გიორგი გიორგაძის გზავნილში.