აქტუალური
შეხვედრაზე განხილულ იქნა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული საკითხები და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებების შესახებაც და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ევროპაში განხორციელებული ვიზიტების თაობაზეც.
ფილიპ გორდონმა გამოხატა აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისადმი. მან მადლიერება გამოთქვა ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ქართულმა მხარემ ამერიკულ მხარეს მიაწოდა ინფორმაციაც საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ.