სამართალი
დათა ახალაიას ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ

1-dataსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 19 ნოემბერს, მთავარი პროკურატურა კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროს დათა ახალაიას  ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ ტელეკომპანია „მე-9“ არხის ეთერში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მთავარი პროკურორის განმარტებით, კუდ-ის ყოფილ უფროსს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ამასთან, ჩვენებებში ცალსახად არის მითითებული, რომ გარკვეული ქმედებები მისი დავალებითა და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი კი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება.

ახალაიას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გამოძიებასთან ითანამშრომლებს. „გამოძიებასთან თანამშრომლობასб რა თქმა უნდა, ვგეგმავთ დაб რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითანამშრომლებს", – განმარტა ზაქარეიშვილმა.  ამასთან, ადვოკატის თქმით, პროკურატურისგან მიღებული პასუხის თანახმად, ახალაიასთვის დღეს ბრალის წაყენება ჯერ გადაწყვეტილი არ არის.