საზოგადოება
ენერგეტიკის სამინისტროს „ინტერ რაოს“ სამუშაო ჯგუფი ეწვევა

1-kalaZe-aqtualurii3საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს თბილისში „ინტერ რაოს“ სამუშაო ჯგუფი ჩამოდის. შეხვედრაზე დაგეგმილია ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფებისა და „თელასის“ განთავისუფლებულ თანამშრომელთა საკითხის განხილვა.
მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებულ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულებას წარადგენს, რაკი ზამთარში იმპორტი რუსეთიდან ყოველწლიურად ხორციელდება.

კახი კალაძემ „თელასის“ განთავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ბედი მალე გაირკვევა. რაც შეეხება ტარიფის შემცირებას, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

გასული კვირის ბოლოს კალაძე ყაზახეთის ვიცე-პრემიერ ერბოლ ირინბაევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებისა და სამომავლო პერსპექტივების გარდა ისაუბრეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესახებაც.