სამართალი
სასამართლომ გუნავას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

1-gunava-samarTaa1საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 18 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროს თენგიზ გუნავას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გენინსპექციის ყოფილი უფროსისთვის გირაოს სახით 5 000 ლარის შეფარდების თაობაზე და მას 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

გუნავამ გლდანის მე-8 საპყრობილე გირაოს გადახდისთანავე დატოვა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა, რის გამოც სარჩელს შეიტანს იმ ხალხის მიმართ, ვინც მის წინააღმდეგ ეს უკანონობა ჩაიდინა.

ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში მთელი როგი პროცესუალური დარღვევებია, რომელთა გამოძიების მოთხოვნით ისინი მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი საჩივარს პროკურატურაში დღეს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა სამართალდამცველებმა 16 ნოემბერს, ღამით, მის სადარბაზოსთან დააკავეს.