აქტუალური
დააკავეს თენგიზ გუნავა და ალექსანდრე გორგაძე

1-akaki_minashviliსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „ფეისბუქის“ გვერდზე „მე არ გავყიდე საქართველო“ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსის, შემდგომში – შსს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის – თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე. აღნიშნულ გვერდზე ვკითხულობთ:

„მან ბაჩო ახალაიასთან ერთად დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბოლომდე გვერდში ედგა. სასამართლოსთან, მეშვიდე იზოლატორთან თუ პროკურატურასთან. გუშინაც მთელი დღე იმყოფებოდა ორთაჭალაში მეშვიდე იზოლატორისა და პროკურატურის წინ. მხოლოდ გუშინ აღმოჩნდა, რომ იგი იყო თურმე ნარკოტიკების შემძენი და გამსაღებელი“.

აღსანიშნავია, რომ ქართული საინფორმაციო სააგენტოები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის ცნობაზე დაყრდნობით, ასევე, ავრცელებენ ინფორმაციას გუნავას დაკავების თაობაზე. თუმცა, მინაშვილის თქმით, დაკავებულია შეიარაღებული ძალების სერჟანტი ალექსანდრე გორგაძეც, სენაკის ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ამავე ეპიზოდში ბრალი შს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასაც აქვს წარდგენილი.