აქტუალური
რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებისას „ტერორისტები“ გაანადგურეს

1-uchenyaსაქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი.რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე 13-18 ნოემბერს დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის აღსაკვეთად რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამსახურის ყველაზე მასშტაბური წვრთნები „სოჭი-2012“ მიმდინარეობს. მათში რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამმართველოს კრასნოდარის მხარის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის რესპუბლიკის, აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამმართველოს, რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს ავიაციისა და სხვა ძალოვანის სტრუქტურების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

რუსი მესაზღვრეების საბრძოლო ჯგუფმა მასშტაბური წვრთნების – „სოჭი-2012“ – მორიგი ეტაპის მიმდინარეობისას დაბლოკა და გაანადგურა „დივერსანტები“, რომლებიც რიგი ტერორისტული აქტების ჩატარებას ლამობდა კოდორის ხეობაში, დასახლებულ პუნქტ საკენის შორიახლო. წვრთნების ლეგენდით, პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიულ-მზვერავი ჯგუფი, 15 კაცის შემადგენლობით, შეიჭრა ტერიტორიაზე, რომელიც რუსი მესაზღვრეების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, ტერორისტული შეტევების განსახორციელებლად და სასაზღვრო დაცვის პუნქტის ხელში ჩასაგდებად.

მოწინააღმდეგე პატრულებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც რუსი მესაზღვრეების საბრძოლო ჯგუფი, ასევე, სნაიპერთა ორი ჯგუფი ხუთი ჯავშანტრანპორტიორით მოწინააღმდეგის სავარაუდო განთავსების რაიონისკენ დაიძრა. „ტერორისტები“ დაბლოკეს და გაანადგურეს ყველა სახის შეიარაღების ცეცხლით.

აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა სერგეი კომარევცევმა მაღალი შეფასება მისცა სამხედრო მოსამსახურეების ქმედებებს წვრთნების მოცემული ეტაპის მიმდინარეობისას.

„ამოცანას კარგად გაუმკლავდნენ. რა თქმა უნდა, ვხედავთ პრობლემებს, რომლებზე მუშაობაც საჭიროა, თუმცა სამხედროები რომ მომზადებული არიან, ფაქტია“, – განაცხადა მან.

ცნობისათვის: წვრთნების დამამთავრებელ ეტაპად, რომელიც დღეს წარიმართება, ზღვაში „ტერორისტებიანი“ ხომალდის დასაკავებლად ჩატარებული ღონისძიება იქცევა.