პოლიტიკა
საქართველო მოუსმენს რუსეთის არგუმენტებს ნატოში გაწევრების წინააღმდეგ

1-abaSiZe-sazooo2საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მხარე მზადაა, მოისმინოს რუსეთის არგუმენტები საქართველოს მიერ ნატოში გაწევრების კურსზე უარის თქმის აუცილებლობაზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკებებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

როგორც რუსეთის მედია იუწყება, აბაშიძის განცხადებით, „შესაძლოა, რუსეთს ჰქონდეს არგუმენტი, რომელიც დაგვარწმუნებს ჩვენი მისწრაფების უსაფუძვლობაში. საჭიროა პატიოსანი საუბარი და ამისთვის განწყობილი ვართ“. DW-კითხვაზე, თუ როგორ აპირებს თბილისი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების ნატოში მისწრაფებასთან შესატყვისობაში მოყვანას, აბაშიძემ მიუგო, რომ „ნატო რუსეთისთვის – გამღიზიანებელს, ჩვენთვის კი პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, გავიგოთ, „შეძლებს თუ არა მოსკოვი ჩვენი არგუმენტების მოსმენას იმის თაობაზე, თუ რატომ გვსურს ნატოში შესვლა და შევძლებთ თუ არა პოზიციების შეჯერებას“.

აბაშიძემ დასძინა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში თბილისისთვის პრინციპულად რჩება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში თავისუფალი არჩევანის საკითხები. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არსებობს რიგი სხვა საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც სავსებით რეალურია.

ცნობისათვის: 2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში და ამ პოსტზე პოლიტოლოგისა და დიპლომატის – ზურაბ აბაშიძის, დანიშვნა. პრემიერის თქმით, „საქართველომ და რუსეთმა ურთიერთობები უნ და დაარეგულირონ და ახალ ხარისხში აიყვანონ“.

უწინ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერის კანდიდატად ყოფნისას, ირწმუნებოდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპასთან, ნატოსთან და რუსეთთან ურთიერთობებსაც დაარეგულირებს. „მესმის, რომ ამ ნაწილში ბევრი კითხვა იბადება და ხშირად ისმის, რომ ნატო და რუსეთი შეუთავსებელია, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ მაინც გამოვნახავთ შეხების წერტილებს და დავამტკიცებთ, რომ ეს შეუძლებელი არ არის“, – აღნიშნა მან.