აქტუალური
ზაქარეიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას შეხვდა

1-zakareis-aqtuaa3საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან საქინფორმს ატყობინებენ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

„იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მაინც გვსურდა, შეხვედრა გამართულიყო, რადგან ბევრია ისეთი საკითხი, რომელთა განხილვაც საჭიროა ამ აპარატთან“, – აღნიშნა ელჩმა დიმიტროვმა.

მან აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროკავშირის პროექტებისა და საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩთან ერთად სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების ხელმძღვანელი რამონ რეგადა და პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე რენატა ვრობელიც იმყოფებოდნენ.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩებთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან. კერძოდ, იგი შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, ისრაელის, შვედეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ესტონეთისა და ავსტრალიის ელჩებს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.