პოლიტიკა
შულცის განმარტებით, მისი კოლეგების მიერ ამ ფაქტებზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, იგი შეფასებების გაკეთებას არ ჩქარობს. „მესმის მათი რეაქცია, მაგრამ პირველ რიგში მსურს, უფრო კონკრეტულად ვიყო ინფორმირებული. გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მთავრობის ყოფილი წევრები მართლმსაჯულების ხელში არიან, მაგრამ მინდა, ვიცოდე უფრო მეტი ამ საკითხზე“, – განაცხადა შულცმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, რადგან საქართველო „საიმედო პარტნიორია“ და თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვა.