საზოგადოება
ზოგიერთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის გამოცდილება

1-obsh1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. მუდამ შეშფოთებული რასმუსენის უსირცხვო განცხადება მის მორიგ „შეშფოთებასთან“ დაკავშირებით, რომელიც ამჯერად სააკოიდური ხელისუფლების მანიაკების დაპატიმრებას უკავშირდება, გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთს საქართველოს სათავეში დასუსტებული ივანიშვილის ხილვა სურს, რომლის ხელისუფლება „გაზავებული“ იქნება წინა რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. თავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილი მიიღეს ნატოს სამიტზე მაშინ, როდესაც ბრიუსელში საყოველთაო-სახალხო არჩევნებით მოსული მთავრობის ხელმძღვანელი იმყოფებოდა, მოწმობს ამას.

დასავლეთი ახალ ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებს და ხელს დააფარებს წინა რეჟიმის დამნაშავეებს - შესაძლოა, ისე აშკარად არა, როგორც ამას დასავლელი პოლიტიკოსები უკრაინაში ტიმოშენკოს სასარგებლოდ აკეთებენ, მაგრამ ანალოგია მაინც ჩნდება. დასავლეთს არ აწყობს ძლიერი ხელისუფლება ივანიშვილის მეთაურობით, რადგან ასეთ ხელისუფლებას პრიორიტეტად საქართველოს ინტერესების დაყენება შეუძლია, ნაცვლად დასავლეთის ინტერესებისა, როგორც სააკაშვილი აკეთებდა.

ამიტომ არ არის საჭირო, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს რეაქციებს ევროპიდან და ამერიკიდან - უნდა მივდიოთ უკრაინის მაგალითს, დამნაშავე პოლიტიკოსი გისოსებს მიღმა უნდა იჯდეს. საქართველოში, სამწუხაროდ, გაცილებით მეტის „ჩასმა“ მოგვიწევს, უკრაინისგან განსხვავებით. მაგრამ პრინციპი უკრაინის გამოცდილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული: დამნაშავეებს ვასამართლებთ, დასავლეთსა და მის დამქაშებს ყურადღებას არ ვაქცევთ.

თუკი ივანიშვილის მთავრობა დასავლეთის დაკრულზე იცეკვებს, იგი მალე დაკარგავს ხალხის ნდობას და დასავლეთის მიერ მართულ საცოდავ მარიონეტად გადაიქცევა, რომელსაც ქვეყნის შიგნით სულ უფრო და უფრო გათავხედებული „ნაც-შაკლები“ აიკლებენ ყეფით.

გულბაათ რცხილაძე