პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი ნატოს გენმდივანს დღეს შეხვდება

1-ivaniS-shexvedraსაქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. შეხვედრისას საუბარი ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს შეეხება. ერთ-ერთი საკითხი კი საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის გადადებული ვიზიტიც იქნება. რასმუსენთან შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა და თავადაცვის მინისტრები, ასევე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ნატოს გენმდივნის განცხადებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით,  „ნატოსკენ სწრაფვა არ შენელდება და ჩვენ გეგმაზომიერად და დაჩქარებული ტემპით გავაგრძელებთ წინსვლას ნატოსკენ და იმ გეგმას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ყველაფერს შევეხებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ“.

რაც შეეხება რასმუსენის განცხადებას, პრემიერის შეფასებით, ამ განცხადებაში საზარელი არაფერი  დაუნახავს. „რაც ხდებოდა საქართველოში, ის არის შემაშფოთებელიც და აღმაშფოთებელიც და არა ის, რაც ხდება დღეს. ეს არის პასუხი იმ ძველ ქმედებებზე და ეს ჰქონდა მხედველობაში, ალბათ, ბატონ რასმუსენს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.