საზოგადოება
პროკურორმა პროკურორის მანდატი მოისროლა

1-zugdidiiiiiთბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ზუგდიდში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს.

პროკურატურასთან მისულმა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა რომეო საჯაიამ პროტესტის ნიშნად თავისი მანდატი მოისროლა და განაცხადა, რომ არ შეასრულებს გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის დავალებებს.

„პროკურატურა გახდა პოლიტიკური დევნის ორგანო, რომელმაც დაიწყო რეპრესიები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისა და მოქმედი ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, ამიტომ მე არ ვაპირებ, შევასრულო კბილაშვილისა და წულუკიანის უკანონო  პოლიტიკური დავალებები“. მისი თქმით, პირველი მათი ანგარიშსწორებაა ის, რომ ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმარია, რომელსაც აქციაზე შეკრებილნი სამართლებრივად მხარს უჭერენ. „ამიტომ მე პროტესტის ნიშნად ჩემს სამსახურებრივ მოწმობას ვუგზავნი ბატონ კბილაშვილს“, – განაცხადა მან.

მოწინააღმდეგეთა აქციაზე კი ერთ-ერთი დაზარალებული, როლანდ ახალაიათი დაწყებული,  ყველას დასჯას მოითხოვს.