პარლამენტმა ათი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება უკვე ცნო. პარლამენტიდან მინისტრთა კაბინეტში გადასული ირაკლი ალასანია გიორგი ცაგარეიშვილმა შეცვალა, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლეა მახირ დარზიევი , მაია ფანჯიკიძის – თამაზ მეჭიაური, ნოდარ ხადურის ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ალექსანდრე თამაზაშვილმა დაიკავა, სოზარ სუბარი თენგიზ ხუბულურმა ჩაანაცვლა, ალექსი პეტრიაშვილის ადგილმონაცვლეა თამაზ შიოშვილი, გურამ ოდიშარიას ადგილი პარლამენტში ოთარ ჩრდილელმა დაიკავა, პაატა ზაქარეიშვილი ფრიდონ საყვარელიძემ შეცვალა, გელა ხვედელიძე – დავით ლორთქიფანიძემ, ლაშა ნაცვლიშვილი კი ომარ ნიშნიანიძემ.
პარლამენტში სამი დეპუტატის ადგილი ვაკანტური რჩება. ეს სამტრედიის, ნაძალადევისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქებია, სადაც კახი კალაძის, თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის ადგილმონაცვლეები ის ადამიანები გახდებიან, რომელთაც ამ სამი ოლქის ამომრჩეველი აირჩევს.